„მითრიდატე“ ს პრემიერა – ტრაგედია, რომელიც კომედიად გადაიქცა

მოცარტის ჩემთვის უცნობი ოპერის სანახავად  დიდი ინტერესით წავედი, ისევე , როგორც უმრავლესობა და მგონი, ასევე უმრავლესობაში უნდა ვყოფილიყავი როდესაც გაწბილებული დავბრუნდი სახლში. თუმცა ამაში 14  წლის მოცარტის მუსიკა არ იყო დამნაშავე. მუსიკა იყო ულამაზესი და ჩვენ ტანჯვას გვიმსუბუქებდა. ტანჯვა არ იყო გამოწვეული არც ოპეროს მომღერლების ცუდი შესრულებით, ისინი არაჩვეულებრივად  მღეროდნენ!  არც რუსთაველის თეატრის მსახიობების ცუდი თამაშით, ისინი  ზუსტად მისდევდნენ რეჟისორის ჩანაფიქრს სცენაზე და ლანდებივით თუ მთვარეულებივით მოძრაობდნენ; არც მხატვრობას შევუწუხებივართ მაინცადამინც, ბოლოს და ბოლოს ის ხომ იგივე დამდგმელი რეჟისორის „გენიალური“ ჩანაფიქრის გამოხატულება იყო. მაშ რა დარჩა? თავად ჩანაფიქრი ხომ?

„მითრიდატე“  კასტრატებისთვისაა დაწერილი. 1770 წლის პრემიერის შემდეგ ის  თითქმის 200 წლით მიივიწყეს.  მეოცე საუკუნეში რამდნჯერმე დაიდგა სულ.  კასტრატი მომღერლების მაგივრად ტრადიციულად, მამაკაცის კოსტუმში გადაცმული ქალები ასრულებენ ხოლმე პარტიებს, რაც დრამტურგიულად ნორმალური გამოსავალია რეჟოსორებისათვის.

დავით საყვარელიძემ კასტრატები, ქალის ხმებით კი ჩააანცვლა, მაგრამ დრამტული ხაზის განვითარება რუსთაველის თატრის მსახიობებს დაავალა.  რეჟისორის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: „საოპერო მომღერლები როგორც „სულები“, ისე დაყვებიან გაცოცხლებულ პერსონაჟებს და მართავენ მათ გრძნობებს…“ ეს საინტერესო კონცეფცია კი თავში მოუვიდა იმიტომ, რომ სადღაც წაეკითხა, რომ „ მითრიდატეს მეფობის დროს მცხოვრები ხალხი თვლიდა. რომ სული ადამიანის სხეულში კი არა, არამედ მის გარეთ არსებობდა“ დაწერილი ნამდვილად დამაჯერებლად გამოიყურებოდა, მაგრამ „ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს“-ო ნათქვამია, ხოდა მომღერალი ქალები „სულებს“ საერთოდ არ ჰგავდნენ, მიუხედავად მხატვრის მცდელობისა, მათ ფორმებიც ჰქონდათ და ზოგს საკმაოდ დიდწონიანი, ხოლო გაცოცხლებული პერსონაჟები კი უფრო მკვდრებს ჰგავდნენ, რადგანაც სტატიკაში სულ გაქვავებულნი იყვენენ.  ქალი-„სული“ კი მუდმივად  მამაკაცს გვერდით რომ დაჰყვება,  ნადმვილად უხერხული საყურებელი იყო. ჯამში გამოვიდა ისეთი აჯაფსანდალი, რომ სანამ გაირკვა ვინ ვინაა  6 ადამიანისგან სცენაზე;  რომელია პერსონაჟი და რომელი სული – ჩვენ ბოლოს უკვე სიცილმა აგვიტანა. გაუგებარია, თუნდაც ამ რეჟისორული კონცეფციიდან გამომდინარე, რატომ გაუნაწილა რეჟისორმა ქალის როლები  – ვოკალისტსა და დრამატულ მსახიობს ცალ-ცალკე? ეს მაინც ხომ შეეძლო მომღერალს განესახეირებინა? მითუმეტეს ოპერაში დარჩა კიდევ ორი პერსონაჟი, ვისაც საყვარელიძისეული „ორეულები“ არ დაყვებიან: ესენია თავად მითრიდატე და მარციუსი, რომლებიც ტენორებისთვისაა დაწერილი

სასაცილო იქნებოდა სატირალი რომ არ იყოს: დადგმის ფული ბატონ რეჟისორს, რომ საკუთარი ჯიბიდან გადაეხადა ნამვილად უფრო ვიცინებდით!!!

 ჩვენი, ახალგაზრდა და ნიჭიერი მომღერალი გოგონები  რაღაც უსქესო ტუნიკებში ჩაცმულნი, სახეზე კარნავალური გრიმით და თავზე ჩალმით  არაჩვეულებრივად კი მღეროდნენ, მაგრამ ოპერა ხომ დრამაცაა? მაგრამ დრამა ბოლოსკენ გადაიქცა კომედიად! ყველაზე დიდი სიცილი კი მაშჲნ  დაუფარავად აგვიტყდა, როდესაც ფარნაქსეს როლის შემსრულებელი მსახიობი იწვა იატაკზე  (განასახიერებდა საკანში გამომწყვდეულ პერსონაჟს) და  ამ დროს მას თავზე წამოადგა მისი „ორეული“ ანუ ვოკალური კონტრალტოს შემსრულებელი საკმაოდ მძიმეწონიანი მომღერალი ქალი; ამ დროს. შემთხვევით, მამაკაცის ჩექმის წვერი ქალის კაბის ქვეშ აღმოჩნდა და ასე იყო მთელი არიის განმავლობაში!  გრძნობებში შესული მომღერალი ქალი ცოტა სცენისკენ რომ გამოიწია,  მსახიობი კაცის ფეხი კაბის ქვეშ შეიმალა:) ეს ისეთი სასაცილო საყურებელი იყო, რომ არიის დასასრულისთვის, ნახევარი დარბაზი ვეღარ ფარავდა სიცილს!! თუკი ამ სცენამდე ვიტანჯებოდით, ამ სცენის შემდეგ უკვე რაღა გაგვაჩერებდა? გვეცინოდებოდა ყველაფერზე და ამით გამხიარულებულნი აღარ დავეძებდით უაზროდ გატარებულ საღამოს 3 საათსა და ბილეთზე დახარჯულ თანხას.

როგორც პროგრამაში წავიკითხეთ, ოპერა ბეირუთის ფესტივალზე უნდა წაეღოთ.  დარწმუნებული ვარ, იქიდან მხოლოდ საქებარ რეცენზიებს ჩამოგვიტანენ.  იქნებ არაბული ინვესტიციებიც მოაყოლონ, რათა ბატონ საყვარელიძის არაქართული ფულით დადგმულ სპექტაკლებზე მომავალში, უფრო გულიანად ვიცინოთ!

ხორციანი სულები და მკვდარი მსახიობები – ანუ ორაზროვან გაუგებრობაში მოხვედრილი მოცარტი

p.s.

შედარებისათვის, შეგიძლიათ უყუროთ You Tub- ზე ორ უცხოურ დადგმას და ქართულს, საყვარელიძისეულ  ვერსიას: 

1)      ფრაგმენტი ფილმ -ოპერიდან http://www.youtube.com/watch?v=gAF1rbbX0dI&NR=1

2)      ზალცბურგის 2006 წლის დადგმა http://www.youtube.com/watch?v=gAF1rbbX0dI&NR=1

3)      თბილისური პრემიერა 2011 წელი:

   http://www.youtube.com/user/TheNargiz28?feature=mhum

Advertisements

About nargiz

love music and not only this
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s