„ბეზ მუჟჩინ“ და „ვიკრუტასი“ – ერთ დღეს ნანახი მოსკოვში მცხოვრები ქართველი რეჟისორების ფილმები

რეზო გიგინეიშვილი და ლევან გაბრიაძე – ორივე მოსკოვში ცხოვრობს და ორივე ახალგაზრდა ქართველი რეჟისორია.  ორივეს პირველი დიდი სურათის თბილისური პრემიერა  დროში ერთმანეთს დაემთხვა და ნანახისგან დადებითსა თუ გაორებულ ემოციებში მყოფმა გადავწვიტე ჩემი ბლოგში „მუსიკა+“ მოგითხროთ ამ ფილმებზე.

„ბეზ მუჟჩინ“ ის პრემიერაზე თუკი არ ყოფილხართ, ორი სიტვით: რეზო გიგინეიშვილმა ბევრი ილაპარაკა შესავალში და საინტერეოსადაც – იუმორი ნამდვილად აქვს. ნიკიტა მიხალკოვის სიძეობა მისთვის დიდი გამოწვევაც არის და ღია კარიც კინოში, თუმცა რეზო მანამდეც მოდური კლიპმეიქერი იყო და ბომონდის ყურადღება არ აკლდა.   სცენაზე თავის ახალგაზრდა ფეხმძიმე ცოლთან და ცოლისდასთან ერთად (ნადია და ანა  ფილმის მსახიობები არიან) და თითქმის მთელ გადამღებ ჯგუფთან ერთად 30 წუთამდე დაჰყო (სასიამოვნო განსხვავებით სხვა ქართველი რეჟისორებისგან, რომლებიც  მხოლოდ ერთი „მადლობით“ კმაყოფილდებიან)  საინტერესო დეტალი:  ანა მიხალკოვამ  სამადლობელო სიტყვაში აპელირება გააკეთა ქართული სუფრისა და სასმელის გულუხვობაზე, რამაც გატეხა და რაზეც დარბაზმა,  საკმაოდ გრილი ტაშით უპასუხა.

რაზეა „ბეზ მუჟჩინ“? როგორც სათაურიდან სჩანს უმამაკაცოდ დარჩენილი მარტოობის გადალახვის სიძნელეზე – რაც სცენარის ავტორების, რეზო გიგინეიშივლის და ალისა ხმელნიცკაიას  ჩანაფიქრის ყველაზე ნამდვილი ისტორიაა ფილმში. ამ ჩანაფიქრის გარდა ჩვენ გვაყურებინეს  ორი ქალის – ერთი მიტოვებული და მეორე, რომელიც იწყებს ცოლ-ქმრულ ცხოვრებას – ერთი ღამის ფანტასმაგორიული თავგადასავალი, რომლის არც ერთი ეპიზოდის არ მჯეროდა: „ ასე ცხოვრებაში არ ხდება“-ს პრინციპით.

არადა, ჩემის აზრით, ძალიან კარგი იდეა  – 2 სრულიად განსხვავებულ ემოციაში მყოფი ქალის ისტორია – გამოგონილი შეფუთვის გამო მთლიანად გაზავდა და იმ სასმელს დაემსგავსა რასაც ვისკისა და ლიმონათის ნაზავი ჰქვია. ვიფიქრე, ამ იდეას ფასბინდერი მოუხდებოდა ან ჰანეკე.

მთლიანად ფილმი, რეჟისორმა გემოვნებით და პროფესიონალურად მოგვაწოდა. სჩანდა მისი კარგი კლიპმეიქერის ბექგრაუნდი: დეტალებში, ეფექტებსა თუ სამონტაჟო დრამტურგიაში. მსახიობებიც ძალიან დამაჯერებლები იყვნენ: ნადია მიხალკოვა ნიჭიერია და კარგად ასრულებს მიამიტი გოგოს როლს; მეორე მთავარი როლი – ვერა ვორონკოვა ძალიან ზუსტია თავისი დრამატული გმირის ხასიათის გადამოცემაში. რა მაწუხებს და … ფილმი ცოტა მოძველებული მეჩვენა:  მიუხედავად ეფექტებისა, ის მაინც 80 -იანი წლების დასაწყისის  რუსულ კინოს მაგონებდა; აკლდა ძარღვი, ურომლისოდაც დღეს სერიოზული დრამა არ კეთდება. ხოლო თუკი კომედიაა, მაშინ აკლდა იუმორი, რომელიც ყველაფერს დაგავიწყებს.

ასეთივე გაზავებული და მოძველებული მომეჩვენა დათო ევგენიძის ლამაზი მუსიკა, თუმცა თუკი ფილმი 80 – იანი წლებს მოგვაგონებს, მაშინ მუსიკაც შესაბამისია და რაღას ვერჩი.

ვერა ვორონკოვა ფილმში “ბეზ მუჟჩინ”

ამის  შემდეგ წავედი სკანდალურ „ვიკრუტასებზე. ვფიქრობ, დავა სცენარის საავტორო უფლებებზე დღეს  სასამართლო გზით უნდა მოგვარდეს. „ფეოლას“ თანაავტორ, ბ-ნ რეზო გაბრიაძეს აქვს უფლება საკუთარ შვილს აჩუქოს სცენარი, მაგრამ  მეორე თანაავტორს, ბ-ნ გიორგი ჩარკვიანსაც,  ხომ ეკუთვნის საავტორო უფლება?  მიუხედავად იმისა, თუ რა წვლილი შეიტანა მან „ფეოლას“ სცენარის დაწერაში.

ასეა თუ ისე, ახალი „ფეოლა“ ანუ „ვიკრუტასები“ კი  გამოირჩევა ეფექტური საფეხბურთო თამაშის გადაღებებით, მილა იოვოვიჩის ულამაზესი თვალების ციმციმით, ბავშვების არაჩვეულებრივი ხასიათების შექმნით და რომანტიული ზღაპრით, (რომელიც მარიონეტების თეატრს უფრო მოუხდებოდა,) მაგრამ კონსტანტინე ხაბენსკისა და იპოლიტე ხვიჩიას გმირებს შორის დარჩა ის განსხვავება, რომ იპოლიტე ხვიჩიას გმირის „გაჭირვების“ გჯერა და ხაბენესკის სკოლის პედაგოგის, რომელსაც ქორწილში აგვიანდება – არა!

ასე, რომ ამ  ორ, სრულიად განსხვავებულ  „რუსულ-ქართულ“ ფილმს, მაყურებლის  „კარგია, მაგრამ  არ მჯერა“ გააერთიანებდა.

 P.S. ვისაც არ გინახიათ ფილმი, თუ გაინტერესებთ, უყურეთ „ვიკრუტასების“ ტრეილერს:

http://www.youtube.com/watch?v=FDiYTuFMj_s

Advertisements

About nargiz

love music and not only this
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s