GEORGIAN SINFONIETTA, ანუ კამერული მუსიკის საღამო

  ბევრმა თუ იცოდით, რომ 2008 წლიდან ჩევნ გვყავს ახალგაზრდა, სიმებიან საკრავთა კამერული ანსამბლი, რომელიც, 2010 წლიდან GEORGIAN SINFONIETTA -ს სახელით მოღვაწეობს?

ის,  სანდრა რულოვსის პატრონაჟის ქვეშ იმყოფება და სახელმწიფო კამერული ანსამბლის სტატუსიც მოიპოვა 2010 წელს. თავიდან ანსამბლს მუდმივი დირიჟორი,  კონტრაბასისტი,  ალექსანდრე ხაინდრავა ჰყავდა, მაგრამ შემდეგ,  ანსამბლმა გაუგებარი მიზეზებით, მის წინააღმდეგ  ბუნტი მოაწყო  და დირიჟორს წასვლა მოუწია. ანსამბლის წევრებმა გადაწყვიტეს მომავალში მოწვეული დირიჟორებით იხელმძღვანელონ. სხვათაშორის, იგივე გააკეთა საქართველოს კამერულმა ორკესტრმა, რომელიც დღეს ინგოლშტატში მოღვაწეობს და რომელმაც თავის დროზე ლიანა ისაკაძეს მოუწყო ანალოგიური „ბუნტი“.

9 თებერვალს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში „ჯორჯიან სინფონიეტამ“ გამართა კონცერტი, რომელიც სწორედ მოწვეული დირიჟორის და სოლისტის, ვალენტინ ჟუკის მონაწილეობით განხორციელდა.

საქართველოში ჟუკი ბოლოს 32 წლის წინ იყო და ამიტომ ორი სიტყვით მასზე ასე ითქმის:  დაიბადა 1934 წელს ( ანუ 2011 – ში გახდება 76 წლის) ცნობილი მუსიკოსის ასევე მევიოლინეს ი.ა. ჟუკის ოჯახში. სწავლობდა განთქმულ ლეონიდ კოგანთან და არის მრავალი კონკურსის ლაურეატი.  1989 წლიდან ის ნიდერლანდების სიმფონიური ორკესტრის კონცერმეიტერი და ამსტერდამის კონსერვატორიის პროფესორია.
„ჯორჯიან სინფონიეტას“ მოწვევას სიამოვნებით გამოეხმაურა და ჩამოვიდა თბილისში საინტერესო  პროგრამით, რომელიც ჩვენ  9 თებერვალს მოვისმინეთ. კონცერტი ვივალდის კონცერტით ოთხი ვიოლინოსათვის და ორკეტრისათვის (b moll) გაიხსნა. ქართველ სოლისტებს შორის (თამარ ებრალიძე, ანი გოგი სვანიძე, ნინო დავითაშვილი) იყო თავად ვალენტინ ჟუკი. ის ყველაზე წინ იყო ავანსცენასთან და მისი საშემსრულებლო სტილი კარგად შევიგრძენი მეორე რიგიდან. თითქოს და არავითარი ემოცია, ზუსტი რიტმი და გამოზომილი აფექტები.  იგრძნობოდა, რომ ქართველი სოლისტები ტოლს არ უდებდნენ გამოცდილ მუსიკოსს.

შემდეგი ნაწარმოები ი.ს ბახის სავიოლინო კონცერტი (E –dur) აქ ჟუკი მარტო სოლირებდა და მისი საშემსრულებლო სტილი უკვე მთლიანად გამოიკვეთა ჩვენთვის: ისევ ემოციური სიმკაცრე და ბგერის, თითქოს გამოზომილად წვდომა; ჩემთვის ვიფიქრე;  „ ალბათ ასე უკრავდნენ მე 18 საუკუნეში?“  ნამდვილად ჩვენს წინაშე იყო ბაროკოს მუსიკის ჩემთვის ახლებური ინტერპრეტაცია.  ჩემს გვერდით ისხდნენ ცნობილი მევიოლინეები კონსტანტინე ვარდელი და ირინე იაშვილი. ნაწარმოების დასრულების შემდეგ მათ ერთმაენთს გაუზიარეს ემოციები, და მე შევიტყე, რომ „ ასე ახლა არ უკრავენ“  რომ „არსებობს შტრიხების უფრო თანამედროვე რედაქციები“ ; პროფესიონალები აშკარად უკმაყოფილოები სჩანდნენ ჟუკის მიერ შემოთავაზებული ინტერპრეტაციით. არ ვიცი, ალბათ ამით არის ხელოვნება საინტერესო, რომ აქ ყველას,  ინდივიდუალიზმის გამოვლინების უფლება ეძლევა. მართალია,  მაესტროს პირველი ნაწილის ტექნიკური ნაწილი ცოტა გაუჭირდა რიტმულად, მაგრამ ამაზე  გამოჩენილ მევიოლინეებს არ უქილიკიათ 🙂

მესამე ნაწარმოები, რომლითაც, პირველი განყოფილება დასრულდა იყო ბენჯამინ ბრიტენის „ უბრალო სიმფონია“. მეოცე საუკუნის ეს ქმნილება „ა ლია ბაროკოს“ სტილში, ორგანულად ჩაერთო პროგრამაში; ბრიტენმა ის 20 წლის ასაკში დაწერა და  სიმფონიის 4 – ვე ნაწილი მე  -18 საუკუნის სუიტის ნაწილებივითაა: 

I. Boisterous Bourée

II. Playful Pizzicato

III. Sentimental Sarabande

IV. Frolicsome Finale

  ჟუკი დირიჟორი და ქართული კამერული ანსამბლი ერთიან ორგანიზმად გადაიქცა ამ „ნეო ბაროკოს“ სიმფონიაში.

ანტრაქტში გავესაუბრე ბატონ კოსნტანტიენ ვარდელს: „ ჟუკი ძალიან კარგი მევიოლინეა, რასაკვირველია! მაგრამ ის მთელი ცხოვრება ორკესტრში უკრავს და ეს სოლირებისას  ეტყობა !! აქ  ჩამოდის, იმიტომ, რომ ყველას უხარია დირიჟორობა, ამაზე ყველა ორკესტრანტი ოცნებობს!“

აი, ასეთი ირონიულები არიან ზოგჯერ პროფესიონალები ერთმანეთის მიმართ!

მეორე განყოფილება პირველივით მსუყე იყო: ი.ს. ბახი: კონცერტი სამი ვიოლინოსათვის და ორკეტრისათვის; მოცარტის დივერისმნეტი და გრიგის „ჰოლბერგ სუიტა“ 

ბახის კონცერტში ჟუკი და 2 ქართველი მევიოლინე (ია დავითაშივლი, გიორგი გერელაშვილი) სოლირებდნენ. აქ უფრო აშკარად გამოიკეთა ინტერპრეტაციებში განსხვავება. ბატონმა ვარდელმა გადმომიპალარაკა: „აი ჩვენი მევიოლინე, ია დავითაშვილი უკეთესად ასრულებს!“ კი, ნამდვილად იას ბგერა ღრმა და ძალზე ემოციური იყო, ვიდრე ჟუკის, მაგრამ ჩემის აზრით ეს არა იმიტომ , რომ ჟუკს ასე არ შეეძლო დაკვრა; მგონია ეს მისი მიზანმიმართული არჩევანი იყო; ვინ იცის ეგებ მთელი ცხოვრება ბაროკოს თავადაც ემოციურად ასრულებდა და ბოლოს, 76 წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ ასე, „მშრალად“ დაკვრა უფრო ახლოსაა ავტორისეულ ჩანაფიქრთან!? ამაზე პასუხი მხოლოდ თავად ბახს ან ვივალდის უნდა ვკითხოთ, ალბათ.

 ბახის  შემდეგ, ანსამბლმა შეასრულა მოცარტის დივერტისმენტი. ჟუკი დირიჟორი აქ მათ ემოციას არ აკავებდა და მუსიკოსებმა მთელი თავისი ახალგაზრდული შემართება და ნიჭი დაუზოგავად დახარჯეს და ჩვენც მოცარტისეულ მხიარულებაში გადაგვიშვეს.

კონცერტის დასასრულს, შემოგვთავაზეს გრიგის „ჰოლბერგ სუიტა“.  რომანტიკოსი გრიგი,  ფორმის თვალსაზრისით აქ (ისევე , როგორც ბრიტენი)  მე – 18 საუკუნეს უბრუნდება  და  ბაროკოს სუიტის საცეკვაო ნაწილებივით  აწყობს ამ სიმფონიურ კომპოზიციას.   ამით, ორივე განყოფილების ფინალში, ერთგვარი სიმეტრია გაჩნდა ფორმების თვალსაზრისით.

ორკესტრი შესანიშნავად უგებდა დირიჟორს და კონცერტის დასასრულს,  მსმენელი საფინალო განწყობილებამდე ისე მიგვიყვანეს, რომ „ბისის“  მოსმენის თავი არც ჩვენ და არც მუსიკოსებს კიდევ დაკვრის სურვილი არ გასჩენიათ.

დიდი მადლობა ბატონ ჟუკს ასეთი გემოვნებიანი და საინტერესო პროგრამისთვის!

თუ დაგაინტერესათ ამ ანსამბლმა და კიდევ გინდათ მას უფრო ახლოს გაეცნოთ, ეწვიეთ წებგვერდ: www. orchestra.ge ან დაუმეგობრდით ფბ- ზე: “Georgian Sinfonetta“

 

შეგიძლიათ მოისმინოთ “იუ -თუბზე” ვალენტინ ჟუკის და “ჯორჯიან სინფონიეტას” შესრულებით ბახის სავიოლინო კონცარტი ლა მინორი. (ტელეფონით გადაღებული კოლეგას მიერ)

http://www.youtube.com/watch?v=tFYNApBmyXo

„ჯორჯიან სინფონიეტას“  ახალი კონცერტი გაიმართება 15 მარტს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში;  მოწვეული დირიჟორი ამჯერად ლევ მარკიზი იქნება.

 

 

Advertisements

About nargiz

love music and not only this
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s