ჯადოსნური ლიზა

19 მარტი, ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრის მცირე დარბაზი; აფიშებისა და ხმაურის გარეშე ლიზა ბათიაშვილმა ერთ საათიანი კონცერტი გამართა. ეს აქცია „დოიჩე გრამაფონის“, გერმანიის ერთ-ერთი მსხვილი ჩამწერი სტუდიის, ხელშეწყობით გაიმართა, რომელიც წელს ლიზას ახალი ალბომის გამოშვებას აპირებს. ახალი ალბომის პრომოუშენი საქართველოს გარდა გერმანიაში მთელი წელი გაგრძელდება და მას საქველმოქმედო დატვირთვაც ექნება: შემოსული თანხები თბილისის ზაქარია ფაილიაშვილის მუსიკალური ათწლედის დასახმარებლად იქნება მოზიდული. საქართველოში, თითქმის უსასყიდლოდ, ჩამოვიდა გერმანული გადამღები ჯგუფი, რომელმაც გადაიღო თუ რა პირობებში არის დღეს ეს სკოლა და ეს დოკუმენტური ფილმი ამ აქციის ნაწილი გახდება.

გერმანელი მხარის წარმომადგენელის სიტყვებით: „ჩაწერის დროს, ერთხელ ლიზამ  გვაიმბო, თუ რა დღეშია დღეს ის სკოლა სადაც ის ბავშვობაში სწავლობდა; ჩვენ დავიწყეთ ფიქრი თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ დასახმარებლად და ამისთვის ჩამოვედით აქ; ვეწვიეთ სკოლას, რომელსაც გაუსაძლის პირობებში აქვს შენობა და ეს ყველაფერი გადავიღეთ; თქვენც უამბეთ თქვენ ახლობელებს და ეგებ აქაც, საქართველოშიც დაიწყოთ ფიქრი ამ სკოლის დასახმარებლად“

საღამოს სანდრა რულოვსი, პრეზიდენტის დედა და ბებია ესწრებოდნენ.

ლიზას ერთსაათიანი პროგრამა მოიცავდა ბრამსის სკერცოს, პროკოფიევის სონატას და რახმანინოვის ვოკალიზს. საფორტეპიანო თანხლებას მას არაჩვეულებრივი ქეთევან ბადრიძე უკეთებდა, ასევე ნიჭიერთა  მუსიკალური ათწლედის კურსდამთავრებული.

რა უნდა დაიწეროს ლიზაზე, რომელიც 2004 წლიდან იაპონიის მუსიკალური ფონდის სტრადივარიუსზე უკრავს?  მის უამრავ ჯილდოებს შორის  1995 წლის სიბელიუსის კონკურსის მეორე ადგილი და 2002 წლის ლეონარდ ბერნსტაინის წლის საუკეთესო შემსრულებლის გარდა, ყოველწლიურად ახალი და ახალი ჯილოდოები ემატება!!

ლიზა ჩვენი სიამაყეა. წლევანდელი მისი შესრულებამ კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა! ეს იყო დაბრძენებული და ამავე დროს ჯადოსნური სინაზით სავსე პიროვნება – კიდევ უფრო გაზრდილი და კიდევ უფრო გენიალური!

კონცერტის დასასრულს,  ზ. ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური სკოლის დირექტორმა მადლობა გადაუხადა ლიზა ბათიაშვილს საქველმოქმედო აქციისთვის.

Advertisements

About nargiz

love music and not only this
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

2 Responses to ჯადოსნური ლიზა

  1. marika managadze ამბობს:

    eshvelot ikneb. meti ra davcero. koncerti rom kargi ikneboda darcmunebuli var. Nargiza, shenc rom kargad cer, egec faktia. carmatebebi…..:)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s