ამერიკის საელჩოს კონცერტი ვაკის პარკში, რომელიც გადაცემა „ნიჭიერში“გადაიზარდა

(პატარა ამბავი ბევრი ფოტოთი)

ახლახანს  ჩამოვედი ამერიკიდან 3 თვის არყოფნის შემდეგ და არ მეგონა, რომ პირველი, რაზეც წავიდოდი თბილისში  ამერიკული Gospel – მუსიკის კონცერტი იქნებოდა, რომელიც ვაკის პარკში გაიმართა.   უფრო იმიტომ წავედი, რომ  ჩემს დიდი ხნის უნახავ  მეგობარ, ბაიასთან შეხვედრა მიზიდავდა.  რაც იქნება იქნება თქო, ვიფიქრე.

 თავიდან  ცოტა ხალხი იყო.  ძალიან ჭრელი პუბლიკა: მოხუცი ბებოები  შვილიშვილებით, ჩაშავტყავებული მოტოციკლისტები და  აქა- -იქ  რამდენიმე უცხოელი. “კლუბ 33 ა“ – ს ღია სცენამ და იქ დამსწრე აუდიტორიამ  სოხუმის ტურბაზის სიტუაცია მოგვაგონა, სადაც მე და ჩემს მეგობარს ბაიას ბევრი მხიარული საღამო გაგვიტარებია. ამან უკვე მხიარულ ტალღაზე განგვაწყო.

„‘გრემის’ დაჯილდოების ნომინანტი “The Melvin Williams Group” მისისიპიდან – გოსპელის, სოულის, ჯაზისა და ბლუზის კლასიკური რეპერტუარით „  ასე ეწერა პროგრამაში ამ ბენდის შესახებ.

მუსიკოსები რომ გამოვიდნენ და დაინახეს ეს ზარმაცული, გაუგებარი აუდიტორია, შეეცადნენ ჩვენს გამოღვიძებას. ნელ-ნელა მათ “Call- Respond”- შეძახილებზე ხალხი მართლაც გამოცოცხლდა; ახალმა  ნაკადმა  დაიწყო შემოსვლა პარკიდან: ზოგი საბავშვო ეტლით,  ზოგი ველოსიპედით, ზოგიც პურზე გამოსული და საყიდლებით ხელში – მოკლედ გაივსო დარბაზი.

ამან ამერიკული კვარტეტსაც აუწია განწყობა, მაგრამ ის რაც  მერე მოხდა,  მგონი არავინ ელოდა.

ჯერ  იყო და პირველი რიგიდან,  ვიღაც შუა ხნის კაცმა აუბა ამერიკელებს  ხმა და ამერიკელმა მომღერალმა მიიპატიჟა აქტიური მსმენელი სცენაზე, შუა ხნის მამაკაცმა ისე შეუბერა ბლიუზი, რომ ვფიქრობ,  ნადმვილად პროფესიონალი უნდა ყოფილიყო.  სამწუხაროდ, სახელი არ ჰკითხეს, მაგრამ შევატყეთ, რომ ცოტათი შეცბენ ამერიკელები – ამ ნახევრად დაძინებული აუდიტორიიდან ასეთ „ გამოხტომას“ ნამდვილად არ ელოდნენ.

 იქნებ ეს ნიჭიერი კაცი ფოტოთი ვინმემ ამოიცნოს?

შემდეგ იყო და ახლგაზრდების ჯგუფი ისე აიტაცა R&B -მა , რომ სცენაზეც ავიდნენ და დარბაზის ხანშიშესული პუბლიკაც  კი ააცეკვეს.

ბოლოს კი ამერიკელმა მომღერალმა დარბაზში ერთ გოგონა შეამჩნია  და ჰკითხა: „რაო, კარგ დროს ატარებო?  თუ მასეა, მაშინ აქ ამოდიო!“ გოგონაც ავიდა და იმ საღამოს ვარსკვლავობა დაიმსახურა. ის საღამო ამისთვის ღირდა, რომ წასულიყავი!

როდესაც ის მღეროდა, მე ჩემს მეგობარს ყურში გადავუჩურჩულე, რომ ამერიკელი კვარტეტის  შავკანიანი მომღერალი ქალი ალბათ გაწითლდებოდა, რომ შეეძლოს,  რადგანაც ასეთი ბგერების აღება მას არ მოუწია მთელი ამ კონცერტის განმავლობაში.

კონცერტის დასასრულს. ჩვენთვის უცნობ  ქართველ გოგონას მოვულოცეთ და დიდი მადლობაც გადავუხადეთ.  აღმოჩნდა, რომ არანაირი შეხება არა აქვს სიმღერასთან და იმ დღეს პირველად ავიდა სცენაზე !

შუა ხნის “ნიჭიერი ” მამაკაცი ვეღარ ვიპოვეთ; ეგებ ისიც გოგონასავით ახალბედა იყო?

მადლობა ამერიკის საელჩოს, რომ ასე ექსპრომტად, ამდენი ნიჭიერი ადამიანი დამახვედრა ჩემს სამშობლოში:)

Advertisements

About nargiz

love music and not only this
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s