იმაზე, თუ რა გრძნობა გამიჩნდა ამ წლის თეატრალური ფესტივალის მიმართ.

ტელევიზიით ვიხილე კულტურის მინისტრის გამოსვლა, რომელმაც დამაინტრიგა. კერძოდ მისმა ნათქვამმა: (ციტირება დააახლოებითია) „ ჩვენ გავიზარდეთ საბჭოთა ხელოვანების სპექტაკლებზე და გვეგონა, რომ ამაზე უკეთესი არაფერი არ არსებობს, მაგრამ ეს ასე არაა; მსოფლიოში ძალიან ბევრი, საინტერესო ახალი სპექტაკლები იდგმება და თეატრალური ფესტივალით ჩვენ ამ სპექტაკლების ნახვის საშუალებას ვაძლევთ თბილისელებს. “

ბოლო დროინდელი მოვლენების გამო, “საბჭოთა ხელოვანების სპექტაკლებზე” გამონათქვამში მგონი აშკარა მინიშნებაა რობერტ სტურუას შემოქმედებაზე.

მაგრამ,

მიუხედავად იმისა, რომ ეს შესავალი არ მესიამოვნა ვიფიქრე რომ, მართლაც და ასეთი შანსი გვექმნება –  თბილისიდან გაუსვლელად, ვიხილოთ   მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყნის  ქართულად ნათარგმნი სპექტაკლები.  გადავწვყიტე, რომ აუცილებლად უნდა დავესწრო.  უცხოეთში როდესაც ხარ, იქ დრამატულ თეატრში არ ღირს ბილეთზე ფულის დახარჯვა, თუკი ენა წყალივით არ გესმის.

მოკლედ,  გადავწყვიტე და 2 სპექტაკლიც უკვე ვნახე.

25 – სექტმებერი; „ჯალათი“ თეატრი დო, გერმანია. დასის წევრთა უმრავლესობა რუსეთიდან არიან.  ამ თეატრმა სახელი გაითქვა, როგორც ვიზუალური მოძრაობის თეატრმა.  არ დავიწყებ მათი პორტფოლიოს დეტალურ აღწერას, რადგანაც ინტერნეტში http://tbilisiinternational.com/eng/index.php  თუკი ამ დღის პროგრამაში შეხვალთ,  ისედაც  საკმაო დრო და ადგილი ეთმობა ამას . ბევრი ჯილდოები და ასე შემდეგ.

სპექტაკლის ნახვამდე  მე დამაინტერესა ამ ინფორმაციამ: „წარმოდგენაში ერთმანეთს ერწყმის აბსურდის თეატრის და თანამედროვე ცეკვის ელემენტები“. გრძნობა სპექტაკლის ნახვის შემდეგ კი ასეთია:  მართალია, ეს ყველაფერი იყო; იყო კიდევ დახვეწილი მუსიკა და უზადო შესრულება ლამაზი ვიზუალური სურათოვნებით.

 

 

მაგრამ!

ეს ყველაფერი იყო დროში უსაშველოდ გ ა წ ე ლ ი ლ ი ლ ი!   ბოლომდე ძლივს გავუძელი! გამოსვლისას მეგობარი შემხვდა და ვკითხე თუ მოეწონა; მან მიპასუხა, რომ ცოტა კი მოიწყინა, მაგრამ გუშინდელთან შედარებით გადასარევიაო. წინა დღეს კი იაპონური სპექტაკლიდან ხალხი გამორბოდაო, ისეთი საშინელება იყოო…

აჰა, მე ამაზე მოვიწყინე და ახლა შედარებითი შეფასებების მიხედვით ამაზე უარესი სპექტაკლებიც ჩამოუტანიათ… თქო, ვიფიქრე.

26 სექტმებერი. ინდოეთის სპექტაკლი : „ლედი მაკაბეტი გზაჯვარედინზე.“  “ინდური მითოლოგია და შექსპირისეული გმირები გამოსახული არაჩვეულებრივი ინდური მუსიკისა და ცეკვის თანხლებით” –  ეს  ისეთი განაცხადი იყო, რომ კოტე მარჯანიშვილის მცირე დარბაზის სცენა (განსხვავებით წინა საღამოსგან) გადავსებული იყო.

მეორე დღესაც ისევე, როგორც წინა დღეს,  თავიდან დავტკბით ნიჭიერი მსახიობების თამაშით, ესთეტიკურ- ვიზუალური სანახაობით, მუსიკით, …

 

 

მაგრამ!

როდესაც ამან ყველაფერმა დრამატურგიულ განვითარებას არ მიაღწია, დაემსგავსა ერთ ადგილზე ტკეპნას; ტექსტიც ასევე ერთი და იგივეს გარშემო ტრიალებდა:  სამი ლედი მაკბეტი – სამივე ერთი ემოციით შეპყრობილი.

ერთი საათის შემდეგ  გაძლებაზე ვიყავით. ინგლისური ტექსტი მართალია  არ ატარებდა დიდ დრამატურგიულ  დატვირთვას,  უფრო სიმბოლური იყო, მაგრამ მაინც სასურველი იქნებოდა ტიტრები უფრო ადვილად წასაკითხი ყოფილიყო.  მონიტორი კი სადღაც კუთხეში იყო  შეტენილი.

ორივე სპექტაკლს აერთიანებდა ის, რომ ცალკეული ფრაგმენტების ნახვა სიამოვნებას განიჭებს, მაგრამ მთლიანობა არა.  იქნებ ჩვენ ზედმეტად ვართ განებივრებულები ქართული თეატრის ზედმიწევნად დრამატულ-გასართობი სტილით?

არ ვიცი, უნდა ვიფიქრო.

ამ შთაბეჭდილებების შემდეგ, ქართული სპექტაკლების უმრავლესობა ბევრად უფრო საინტერესო მეჩვენება.  კი, ჩვენთანაც  არის მეტ- ნაკლებად წარმატებული წარმოდგენები, მაგრამ ასე, გასაძლებად და სატანჯველად სპექტაკლები არასსოდეს გაგვხდომია.

მესმის, რომ 2 სპექტაკლი არაა საკმარისი რაიმე დასკვნების გამოსატანად, მაგრამ მე მცირე გამოკითხვაც ჩავატარე. ინდური სპექტაკლის შემდეგ ვკითხე მეგობარს, რომელსაც არც ერთი სპექტაკლი არ გაუცდენია: „რა მოგეწონა ყველაზე მეტად თქო?“ ცოტა დაფიქრდა და მიპასუხა “ირჟი კილიანის თანამედროვე ბალეტი “- ო.   ეს მეც ვნახე შარშან, ჩვენი საბალეტო დასის  მონაწილეობით დადგმული სპექტაკლია.  ნამდვილად კარგი იყო ყველაფრით. რაც მთავარია იყო  სათქმელი,  იყო დრამა! ანუ მაყურებელს სჭირდება თეატრში დრამა და არა მხოლოდ განწყობა, ატმოსფერო, ვიზუალი, ხმა, პლასტიკა…

შეიძლება მე ვცდები? იქნებ გარდამავალი დროა – ძიებების დრო;  იქნებ ახალი ჟანრები ასე,  ექსპერიმენტის დონეზე იკრებენ ძალას? ასეთი რამ ადრეც ხდებოდა ყოველთვის და იქნებ ახლაც ხდება?

არ ვიცი; უნდა ვიფიქრო.

მანქანის სადგომზე, რომ მივედი, სტაიანშიკმა მკითხა: „ ეტყობა თქვენც უკმაყოფილო მოდიხართ სპექტაკლიდან? „ ვინ იყო კიდევ უკმაყოფილო?“ თქო – „აქ ერთი თეატრალი დადის, აი თქვენს წინ ეყენა მანქანა“ ჩემს წინ კი, თეატრალურ რეჟისორს, სანდრო მრევლიშვილს ჰყავდა მანქანა გაჩერებული. „თქვენ ინდურზე იყავით თუ ირანულზე?“ მეკითხება სტაიანშიკი. -„ინდურზე, და ის თეატრალი რომელზე იყო?“ ვეკითხები. – „ის ირანულიდან გამოიქცა; ასე მითხრა, არაფრად ვარგოდაო“

აჰა, ესეც ასე. ესე იგი, დიდი დარბაზიდან,  ირანული სპექტაკლიდან გამორბოდა ხალხი. ესე იგი მარტო მე არ ვარ უკმაყოფილო.

მოწვეული სპექტაკლების უმრავლესობა აღნიშნულნი არიან თეატრალური პრესტიჟული ჯილდოებით. არის თუ არა დღეს კრიზისი თეატრალურ ხელოვნებაში? . საკმარისი სპექტაკლები არ მინახია, მაგრამ დიდი ეჭვი გამიჩნდა.

მაშ , ასე! ჩემთვის მაინც საკმარისია, რომ გითხრათ ბატონო მინისტრო! ნამდვილად გეუბნებით, რომ ქართული საბჭოთა დროის სპექტკლებიდან არასდროს გამოვრბოდით. დღესაც არ გამოვრბივართ იმ რეჟისორების სპექტკლებიდან.

რობერტ სტურუას სპექტაკლები არა მარტო გვიყვარს, არამედ მოგვწონს კიდევაც. ახლა კი,  მათი შედარება უკვე  მსოფლიოს წარმატებულ სპექტაკლებთან შეგვიძლია.   ხოლო მის მიერ დამკვიდრებული თეატრალური რეჟისურის სკოლით, ნებსით თუ უნებლიედ,  ვფიქრობ   ჭოლა და დოიც  ნაყოფიერად იკვებებიან. ამიტომაც გვახარებენ სტურუაც  და  ზოგჯერ მისი “მოწაფეებიც” ისეთი  სპექტაკლებით, რომლებიც გვინდა, რომ არასსოდეს დასრულდეს!

p.s. ამ ფესტივალზე დაიხარჯა 1  მილიონ 800 000 ლარი.

p.p.s. ვაპირებ კიდევ ჩეხოვისადმი მიძღვნილ სპექტკლზე “დონკა” – ზე წასვლას. ვნატრულობ, რომ ბოლომდე გავძლო…

p.p.p. s. დიდი სიამოვნებით მოვისმენდი ვინმეს კომენტარს, თუკი გაგაჩნიათ ჩემს კითხვებთან მიმართებაში, მადლობთ!

Advertisements

About nargiz

love music and not only this
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s