“გეპეის” ორკესტრის 80 წელი

23 ივნისს თბილისის საკონცერტო დარბაზში “გეპეის” ორკესტრის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი გაიმართა.

რამდენი რამეა ჩადებული ამ ორკესტრის დასახელებაში.  “გეპეის” დღეს უკვე ტექნიკური უნივერსიტეტი ჰქვია და მისი ორკესტრის დიდების წლებიც  გასულ საუკუნეს უკავშირდება. ჩემი თაობისთვის “გეპეის” ორკესტრი ასოცირდება საბჭოთა ტელევიზიის სადღესასწაულო საესტრადო პროგრამასთან.  მართალია ჩემი თაობა  “ბითლსებს” და “როლინგებს” ვუსმენდით, მაგრამ ჩვენზე უფროსი თაობა “გეპეის” ორკესტრის მუსიკაზე  იყო გაზრდილი და ჩვენც ძალიან დიდ პატივს ვცემდით მათ. ამ კოლექტივს ლეგენდარულ გლენ მილერის ორკესტრს ადარებდნენ და მათი მეშვეობით ამერიკული ჯაზური სტილი საქართველოში ინერგებოდა. ერთ- ერთ ინტერვიუში  “თბილისის ბიგ ბენდის” დამაარსებელმა, გაიოზ კანდელაკმა მითხრა: ” ჩვენ ჯაზით დავანგრიეთ საბჭოთა კავშირი!” ო. თუ ეს ასეა, მაშინ ამაში თავის წვლილი “გეპეის” ორკესტრსაც მიუძღვის.

რამდენი ხელოვანი  გამოვიდა”გეპეის” ორკესტრიდან დიდ ისტორიულ არენაზე ძნელია ჩამოთვალო (ბაჯული გელოვანი, ჯანო ბაგრატიონი,ქართლოს კასრაძე, გიული ჩოხელი, გურამ ბზვანელი, ივიკო საყვარელიძე, ნანი ბრეგვაძე) მაგრამ მათი სიმრავლე მოწმობს, რომ ეს ორკესტრი მე- 20 საუკუნის კულტურის დიდი კერა იყო. ასევე დიდი იყო იმ საღამოს კონცერტის მონაწილეთა სია – ნანული აბესაძე, ცისფერი ტრიო,  ჯემალ ბაღაშილი, კაკო ვაშალომიძე, ნიკო ლეკიშვილი, ჯემალ სეფიაშვილი, ნანი ბრეგვაძე, მაია ბარათაშვილი, ეთერ კაკულია, ნიკო ჯადუგიშვილი  – ეს  სულ ცოტა რომ დავასახელოთ. თითოეული გამომსვლელი თუ ორკესტრის დიდებული ისტორიის მონაწილე (რომელთა ჩანაწერებს უხვად ვხედავდით ეკრანზე) ჩემგან დიდ პატივისცემას და სათუთ მოხსენიებას იმსახურებს, მაგრამ წერილის სიმცირის გამო ამას ვერ მოვახერხებ. კარგია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდია აპირებს ფილმის გადაღებას “გეპეის” ორკესტრზე და მსურველნი იქ საჭირო ინფორმაციას სრულად მიიღებენ მომავალში.

23 ივნისის საიუბილეო საღამო 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, მაგრამ დაღლილი არავინ ჩანდა დარბაზში. აუდიტორიაში ჭარმაგი ასაკის ხალხი სჭარბობდა, რომელთაც ცრემლი არ შეშრობიათ მთელი საღამოს განმავლობაში.

ივიკო საყვარელიძე

გეპეისტრიოს ყოფილი სოლისტი

მთელი ახალგაზრდობა გავატარე გპიის ორკესტრში. დღეს გული ამიჩუყდა, როდესაც დავინახე ჩემი ძველი მეგობრების ფოტოები, ჩვენი ძველი ჩანაწერები. მართლა ცრემლები წამომივიდა!”

თემო გოცაძე

მხატვარი

ივიკოს თაობა  “გეპეისორკესტრის ოქროს ხანა იყო. ჩემი თაობა გავიზარდეთგეპეისორკესტრთან ერთად! ჯაზი გურამ ბზვანელის კვარტეტით შემოვიდა საქართველოში; შემდეგ იყო მერაბ ახობაძე, სუხარა და ივიკო საყვარელიძე. დღევანდელი საღამოთი კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ის მელოდიები, რომელიც მაშინ იყო პოპულარული ახლაც განსაკუთრებულია და დარჩება კიდევ ასი წელი!”

კონცერტში სხვადასხვა თაობის მუსიკოსები მონაწილეობდნენ. მერა რა, რომ ძველების გამოსვლას ზოგჯერ დეტონაცია ახლავდა თან. ეს ხელს არავის უშლიდა. მითუმეტეს, რომ ძველი ფირები, რომელიც უხვად იყო კონცერტის განმავლობაში მათ უტყუარ ნიჭზე მეტყველებდნენ.  სიხარული და ცრემლები იმდენი იყო გამომსვლელების დროს, რომ ზოგ მაყურებელს მგონი გულის პრობლემებიც გაუჩნდა. ამაზე დარბაზში დატრიალებული ვალოკორდინის წვეთების სუნი მოწმობდა. მე,  ჩემს მეგობარ, ნანა ჯორჯაძესთან ერთად ვიყავი კონცერტზე. ნანა, უკვე 25 წელია, ატლანტაში ცხოვრობს. პროფესიით ჟურნალისტი და პედაგოგია. ყველაფერი ქართული მისთვის კიდევ უფრო მეტად ძვირფასად აღიქმებოდა იმ საღამოს, რადგანაც ყველაზე მეტ ცრემლებს სწორედ ის აღვარღვარებდა.

ნანა ჯორჯაძე

ჟურნალისტი

ძალიან ვისიამოვნე დღევანდელი საღამოთი! არა მარტო იმიტომ, რომ საქართველოდან წასული ვარ და ყველაფერი ქართული მომენატრა,არამედ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ დავინახე რამდენი ნიჭიერი ადამიანია ჩვენს პატარა ქვეყანაში! ეს ეხება, როგორც ძველ გვარდიას ასევე ახალგაზრდებსაც. გავგიჟდი ორკესტრის დღევანდელ დირიჟორზე, ირაკლი კალმახელიძეზე! მართლა ასაკოვანი ადამიანი სჩანს, მაგრამ  რამხელა ენერგია ჩადო მთელი საღამოს განმავლობაში და რა ცეცხლი  დაატრიალა სცენაზე! წარმოუდგენელია!!  ვინ ჩამოვთვალო მონაწილეებისგან აღარ ვიციყველანი არაჩვეულებრივები და ინდივიდუალურები არიან და მათი გამოყოფა არ შეიძლებამაგრამ ირმა სოხაძეზე უნდა ვთქვაროგორ ზუსტად და ლამაზად წაიყვანა დღევანდელი საღამო! ის სევდა, რაც გამოწვეული იყო 13 ივნისის უბედურებით მოხდენილად ჩააქსოვა საკონცერტო პროგრამაში საქველმოქმედო აქციით და მუსიკოსებიც, რომლებსაც ისედაც უნდა აღენიშნათ ეს იუბილე უკვე გასართობად კი არა, არამედ დახმარებისთვის მღეროდნენ. ასე ხდება  დღეს მთელს მსოფლიოში! ხელოვანი ხალხი ყოველთვის გვერდში უდგას სხვის გაჭირვებას!”

????????????????????????????????????

????????????????????????????????????

პროგრამა საკმაოდ დახუნძლული იყო. ძველ რეპერტუარს ახალი კომპოზიციები ენაცვლებოდა. ჯემალ სეფიაშვილმა სპეციალურად ამ საღამოსთვის ახალი სიმღერა დაწერა, რომელიც ტექსტიდან გამომდინარე ძველ შეყვარებულისადმი იყო მიძღვნილი და “გეპეის” სტუდენტობის პერიოდის ნოსტალგია მოგვიტანა. ძალიან კარგად გამოვიდა იმ საღამოს ახალი თაობაც. 2011 წელს აღდგენილი “გეპეის” ორკესტრში ახალი ნიჭიერი მომღერლების მისვლა იმის საწინდარია, რომ ეს ორკესტრი აღსდგება და კვლავ გახდება თბილისის კულტურული ცხოვრების მთავარი ფიგურა. მადლობა ამისთვის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, არჩილ ფრანგიშვილს, რომელმაც 2011 წელს თითქმის 12 წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ სიცოცხლეს დაუბრუნა ლეგენდარული კოლექტივი.

????????????????????????????????????

????????????????????????????????????

 

ნანი ბრეგვაძე

მომღერალი

გეპეისორკესტრი იყო ერთერთი საუკეთესო მთელს საბჭოთა კავშირშიდღესაც რომ მოვისმინეთ მათი ძველი ჩანაწერები გამოჩნდა რა სიმაღლეზე იყო ასული ჟღერადობა და მუსიკოსების პროფესიონალიზმი. მთელი ჩემი ახალგაზრდობა დაკავშირებული იყო ამ ორკესტრთან. არ შეიძლება არ მოვიგონო არაჩვეულებრივი ხალხი, ვის გარეშეც ეს არ მოხდებოდაესენია ორკესტრის ერთერთი  ხელმძღვანელი სოსო ტუღუში და შემდეგ კონსტანტინე პევზნერი, ჩემი საყვარელი მეგობარი და კომპოზიტორი  კოტიკა პევზნერი! მე ეს სიყვარული ამ ორკესტრისადმი არ გამსვლია და ჩემთან ერთად იქნება სიცოცხლის ბოლომდე!”

მარგარიტა ჩხეიძე

პიანისტი

 

მე განსაკუთრებით ავღელდი მაშინ, როდესაც ნანიმ იმღერა  ბზვანელისჩავაქრე სანთელი“, იმიტომ, რომ ამ სიმღერით ნანი პირველად გამოვიდა მოსკოვში და დაიპყრო მაშინ მთელი მოსკოვიეს იყო 1957 წელს და მე იქ ვიყავი ამ დროს! დღესგეპეისორკესტრი კვლავ მაღალ დონეზეა და  თანამედროვე  მუსიკის ყველა ჟანრში ნამდვილი პროფესიონალიზმით  გამოირჩევა!

საღამოს უძღვებოდნენ ირმა სოხაძე და გია ჭირაქაძე. როგორც გაირკვა, საერთოდ კონფერანსიების პირველი გამოჩენა სცენაზე, თურმე “გეპეის” ორკესტრს უკავშირდებოდა.

ირმა სოხაძე

მომღერალი

????????????????????????????????????

????????????????????????????????????

ძალიან ბედნიერი ვარ დღეს! ზოგჯერ არის, რომ ჩადებ გულს და სულს, მაგრამ არ გამოდის ის, რაც შენ გინდა. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ეს გამოვიდა! ეს იყო ის ემოციური მუხტი, რაც ჩვენ გვინდოდა მაყურებლამდე მიგვეტანა. სხვათაშორის ორკესტრში, რაც საკმაოდ ძნელია დიდ კოლექტივში მიაღწიოიყო სვინგი, დრაივი, მუხტი, რამაც მთელი საღამო განსაკუთრებულ ემოციურ ტალღაზე დააყენა!

იმ საღამოს “გეპეის” ორკესტრს მიენიჭა სოსო ტუღუშის სახელი. მართლაც აღსანიშნავია ამ დირიჟორის ღვაწლი, რომელმაც 22 წელი უხელმძღვანელა  კოლექტივს და მას სახელი საქვეყნოდ გაუთქვა.  დაგეგმილი იყო კიდევ “გეპეის” ორკესტრის ვარსკვლავის გახსნა, მაგრამ ივნისის წყალდიდობის მოვლენათა გამო, ეს ცერემონია  ივლისამდე გადაიდო. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ბოლო დროს მომრავლებული ვარსკვლავების რაოდენობის გამო აუდიტორია ამ ფაქტს არ დაუმძიმებია. კონცერტი დასრულდა “ო რერო, რერო” ს შესრულებით კონცერტის ყველა თაობის მომღერალთა და დარბზის მონაწილეობით.

????????????????????????????????????

????????????????????????????????????

კარგია, როცა ნიჭი გიფასდება ქვეყანაში. როცა ასაკის არ გრცხვენია და ახალგაზრდებიც გვერდში გიდგანან, ისე, როგორც ეს იმ საღამოს მოხდა.

Advertisements

About nargiz

love music and not only this
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s