მამაჩემის და CIA -ს თავგადასავალი

OFFICIAL POSTER

პაპა კარლო  ნამდვილი კომუნისტი იყო. სიცოცხლის ბოლომდე,  ანუ 98 წლამდე.

1917 წელს დაბადებულს, ძალიან არ უყვარდა უცხოელები, რადგან ბავშვობიდან ყველა ამერიკის სადაზვერვო სამსახურის ჯაშუში ეგონა. ბედის ირონიაა, რომ სწორედ მისი 5 ქალიშვილიდან ორი გათხოვდებოდა უცხოელზე – ფრანგზე და დომინიკანელზე, ხოლო მესამის ქალიშვილი, სულ მთლად ამერიკელის ცოლი გახდებოდა.

ეს იმიტომ მოვყევი, რომ მინდა გაგაცნოთ დანიელ პერეს გარდაფხაძე – ერთადერთი კარლო გარდაფხაძეს  შვილიშვილი, რომელიც მის გვარს ატარებს, რადგანაც დომინიკანური კანონებით მოქალაქეს უნდა ჰქონდეს პასპორტში ორივე მშობლის გვარი, მამისაც და დედისაც.

არ ვიცი დამთხვევაა, თუ რა, მაგრამ სწორედ დანიელი დაემსგავსა ყველაზე მაგრად თავის სვან ბაბუას.  სიცოცხლის ბოლოს, პაპა კარლოს აღარ ეშინოდა ამერიკელი ჯაშუშების,  შეუყვარდა უცხოელები და ძალიან ამაყობდა თავისი სიძეებით. დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო ალბათ დანიელის წარმატებებითაც იამაყებდა.

დანიელმა შარშან დაამთავრა ლოს ანჯელესში ნიუ-ორკის  კინო სკოლა NYFA in LA. მისმა სამაგისტრო ფილმმა დღეისათვის უკვე რამდენიმე პრესტიჟულ ფესტივალზე  გაიმარჯვა და კიდევ რამდენიმეზე აქვს ოფიციალური მიწვევა.

აი ჯერჯერობით, ფილმის  “The Land of Mad Men”    ჯილდოების სია:

  • Best Drama and Best Director at Los Angeles Cinema Movie Awards
  • Best Short Film at Festigious Film Festival

ეს კი მომავალი ფესტივალები, სადაც ოფიციალურ შერჩევაში უკვე მოხვდა:

  • Cefalu Film Festival
  • Barcelona Planet Film Festival
  • Los Angeles Film Awards

დანიელი თვითონ თამაშობს თავის ფილმებში და თვითონ წერს სცენარებს. სასწავლო ფილმებიც ბევრი დაუგროვდა – თერთმეტამდე! მას უმეტესად კრიმინალური ჟანრი იზიდავს. ბოლო ფილმშიც   განგსტერს თამაშობს, რომელსაც უნდა, რომ დაანებოს კრიმინალურ საქმიანობას თავი, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი სხვანაერად დაუტრიალდება. გაცილებით ძნელია 14 წუთიან ფილმში დიდი შინაარსის სიღრმეების გადმოცემა, ვიდრე სრულ სერიაში, მაგრამ დანიელმა ეს მოახერხა და საკმაოდ შეკრულ ფორმაში გადმოსცა მთავარი გმირის სულიერად მძიმე გარემო -ახალგაზრდა ორსული ცოლი, ვალდებულებები და ამავე დროს დაუნდებელი კრიმინალური გარემო, რომლის ნაწილიც ის არის.

“The Land of Mad Men”    აგრძელებს საფესტივალო ცხოვრებას, კიდევ ექნება გამარჯვებები, დანიელმა კი უკვე ახალი ფილმის სცენარი დაასრულა, სადაც ახალბედა სქინჰედისა და მუსლიმი გოგოს სიყვარულის ისტორია იქნება მოთხრობილი.

წარმატებები მინდა ვუსურვო ახალგაზრდა კინემატოგრაფისტს, ჩემს დისშვილს  (დავიმახსოვროთ მისი კინო ინდუსტრიის  სახელი: Daniel Morel, ეს მან მეორე ბებიისგან ისესხაJ)  და გთავაზობთ მისი გამარჯვებული მოკლემეტრაჟიანი    ფილმის  ტრეილერის  ლინკს:

https://www.youtube.com/watch?v=kQ7dLdqYjSc&index=16&list=PL7nJVm7XABLY1wDNCj1lut94bQR2Duh8E

 

Advertisements

About nargiz

love music and not only this
This entry was posted in Film news, Uncategorized and tagged , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s